LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა ივანიშვილის ქერათმიანი თანამგზავრი – ვინ არის ევა მინაევა

65

ბერა ივანიშვილი ზაფხულს აჭარაში ატარებს მეგობრებთან ერთად. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეპერი ვაჟი ბათუმში დაცვის რამდენიმე წევრთან და სამეგობრო წრესთან ერთად გადაადგილდება და სხვადასხვა გასართობ ადგილს სტუმრობს. ბერას ძალიან უყვარს მუსიკა და აფასებს სხვადასხვა ჟანრს, მოსწონს როგორც ჰიპ-ჰოპი თუ რიტმ ენდ ბლუზი და სოული, ასევე ელექტრონული მუსიკა.

ბერა ჯაზფესტივალის ყველა დღის სტუმარი იყო, ასევე სტუმრობს ანაკლიას, სადაც ერთი თვის განმავლობაში „Gem Fest“ პლანეტის ყველაზე პოპულარულ დიჯეებს მასპინძლობს. მათ შორისაა მარტინ გარიქსი და სოლომუნი.

სწორედ სოლომუნის დიჯეისეტზე იყო გუშინ რიგები ფესტივალის შესასვლელთან და ეს ღონისძიება არ გამოუტოვებია არც ბერა ივანიშვილს, რომელმაც მედიის ყურადღება ქერათმიანი თანმხლები ლამაზმანითაც მიიქცია.

როგორც გამოვარკვიეთ, გოგონა, რომელიც ბერას არა მხოლოდ სოლომუნის სეტზე, არამედ ბათუმში „სექტორ 26“-შიც დაჰყვება, არის უცხოელი მოდელი, ევა მინაევა. ის ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს და გახლავთ „Elite Model Management New York City“-ს მოდელი, მანამდეც არაერთ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყანაში.

უცნობია, რა ურთიერთობა აქვს ბერას ევასთან. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები