LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძენ მოსწავლეებს სწავლაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება

106
75676

საბერძნეთის განათლების სამინისტრო ევროკავშირის მხარდაჭერით ქმნის ციფრულ დამხმარეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხმაროს. ამის შესახებ Ekathimerini.com წერს.

ახალი დამხმარე უკვე არსებული პლატფორმის Digital Tutoring-ის ნაწილი გახდება, სადაც ათასობით ინტერაქტიური გამოცემა და საგანმანათლებლო ვიდეოა გაერთიანებული. პროგრამა გააანალიზებს თუ როგორ შეასრულებენ მოსწავლეები დავალებებს, იპოვის თემებს რომელიც მათ ყველაზე მეტად უჭირთ და შესთავაზებს მასალას მათ გამოსასწორებლად.

სისტემა თავიდან საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი დაწყებითი კლასებისთვისაც ადაპტირდება. მასწავლებლებს ექნებათ ხელოვნური ინტელექტის მონაცემები, რათა ზუსტად იცოდნენ თუ რაში სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება ყველაზე მეტად.

სამინისტროს დაზუსტებით, სწავლის პროცესში სირთულეებს ყველა მოსწავლე აწყდება. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი სწავლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა იქნება შესაძლებელი.

განათლების მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგია მასწავლებლებს არ ჩაანაცვლებს და განათლებას უფრო ეფექტურს გახდის.

პროექტის დატესტვა 2025-2026 სასწავლო წელს იგეგმება. მისი ჩაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კი მარტში მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები