LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში ქალებს აუზზე ყოფნა წელს ზემოთ შიშვლებს შეეძლებათ

132
Capture

ბერლინში ქალებს მისცეს უფლება, რომ მამაკაცების მსგავსად წელს ზემოთ შიშვლებმა იბანაონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 33 წლის ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 2022 წელს აუზზე ყოფნის დროს მას მკერდის დაფარვა სთხოვეს, რამაც დამსვენებელი ძალიან გააღიზიანა. ქალის აზრით, აუზზე ვიზიტის დროს გენდერული უთანასწორობა არ უნდა მოქმედებდეს და საცურაო კოსტიუმს ქალიცა და კაციც თავისი გემოვნებით უნდა არჩევდეს.

კომისიამ საქმე განიხილა და გადაწყვიტა, რომ აუზზე წელს ზემოთ შიშვლად ბანაობა ყველა პირისთვის ერთნაირად ნებადართული უნდა იყოს და ქალი ნამდვილად დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები