სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებელმა, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე უხუცეს მაცხოვრებლად ითვლება, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა.
118 წლის ელიზაბეტ სეტშედმა მთელი ცხოვრება ქალაქ სლაგბუმში გაატარა. დოკუმენტების მიხედვით, ქალი 1903 წელსაა დაბადებული. გამოცემა The Sowetan-ის ინფორმაციით, მას 12 შვილი ჰყავს, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების თვლა კი კარგა ხნის წინ შეწყვიტა, რადგან ისინი მართლაც ძალიან ბევრნი არიან.
ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ ქალი განსაკუთრებულ კვებას მიიჩნევს.ის ყოველდღიურად მიირთმევს ბოსტნეულს და მოროგოს, რაც ადგილობრივი ველური ისპანახის ერთ-ერთი სახეობაა. როგორც ელიზაბეტის შვილი იხსენებს, დედას სახელმწიფო სამსახურში არასდროს უმუშავია და ყოველთვის თავის ფერმაში საქმიანობდა. მისი ასაკი ოფიციალურად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის და ოჯახი გინესის რეკორდების წიგნის მოლოდინშია.