LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეიტსი 70 წლისაა: მილიარდერის საყვარელი ავტომობილები

105
ბილ გეიტსი 70 წლისაა მილიარდერის საყვარელი ავტომობილები

ავტო ჟურნალისტებმა  ბილ გეიტსის ყველაზე საინტერესო ავტომობილების სია შეაგროვეს. Microsoft-ის თანადამფუძნებელი ცნობილია არა მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროში მიღწევებით, არამედ მანქანებისადმი განსაკუთრებული ინტერესითაც.

Porsche 959

ეს უჩვეულოდ იშვიათი სუპერქარი, რომელიც მხოლოდ 292 ეგზემპლარად გამოვიდა, გეიტსის კოლექციის მარგალიტად ითვლებოდა.

აშშ-ში ამ მოდელის იმპორტი წლების განმავლობაში აკრძალული იყო ეკოლოგიურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, თუმცა ბილ გეიტსი 13 წლის განმავლობაში ედავებოდა ხელისუფლებას მისი შემოტანის თაობაზე და საბოლოოდ  სასამართლო მოიგო.

Porsche 959 ითვლება სამოქალაქო ვერსიად იმ სარბოლო ავტომობილისა, რომელიც შექმნილი იყო ცნობილი “B ჯგუფის” რალისთვის. სერიულ მოდელში 2.9-ლიტრიანი ძრავი, 450 ცხენის ძალით გამოიყენებოდა.

Porsche 911 (930)

ეს კლასიკური Porsche 911 გეიტსის ერთ-ერთ პირველ მანქანად ითვლება.

იგი მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა მას, ხოლო 2012 წელს აუქციონზე 80 ათას დოლარად გაყიდა.

930-ე თაობა გამოდიოდა სხვადასხვა მოდიფიკაციით – ყველაზე სუსტი იყო 2.7-ლიტრიანი 165 ცხენის ძალით, ხოლო ყველაზე ძლიერი – 3.3-ლიტრიანი ტურბო ძრავით 330 ცხენის ძალით. ყველა მოდელს მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

Porsche Taycan Turbo S Cross Turismo

გეიტსმა კლასიკური Porsche-ებიდან თანამედროვე ელექტრომობილებზე გადაინაცვლა.

Taycan Cross Turismo – ესაა გამორჩეულად ელეგანტური ელექტრონული უნივერსალი, რომელიც ყველაზე ძლიერ Turbo S ვერსიაში 952 ცხენის ძალას ავითარებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.5 წამში ახერხებს.

Rolls-Royce Ghost

მილიარდერი ამ ელიტური სედანის საჭესთან არაერთხელ დაუნახავთ.

Ghost არ არის Rolls-Royce-ის ყველაზე ფლაგმანური მოდელი, როგორიცაა Phantom, თუმცა ის შექმნილია მათთვის, ვინც მანქანას თავადაც სიამოვნებით მართავს.

ავტომობილი დამზადებულია BMW 7 Series-ის ბაზაზე და აღჭურვილია 6.8-ლიტრიანი 571 ცხენის ძალიანი ძრავით.

Tesla Model X

გეიტსი უპირატესობას ანიჭებს ელექტრომობილებს – Tesla Model X მის კოლექციაში უკვე მეორეა.

ეს მოდელი 2015 წელს გამოჩნდა და ამერიკული ბრენდის პირველი კროსოვერი გახდა. მისი განსაკუთრებული დეტალია – უკანა კარი, რომელიც „თოლიის ფრთების“ ფორმით ზემოთ იღება.

მაქსიმალურ Plaid ვერსიაში Tesla Model X 1020 ცხენის ძალას ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები