LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილბაოს აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

146
Bilbo-airport

ბილბაოს არც თუ ისე დიდი აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. ამის შესახებ გამოცემა bizkaia talent წერს.
ესპანეთი აეროპორტების რაოდენობით მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ, საუკეთესო ავიაბაზების სიაში ესპანური თითქმის ყოველთვის ხვდება.

ორგანიზაცია AirHelp-მა, რომელიც ავიამგზავრების უფლებების დაცვითაა დაკავებული, თავისი ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2024 წლის ჩემპიონის ტიტული ომანში მასკატის აეროპორტს ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსოფლიო ლიდერი ტოკიოს აეროპორტი იყო.

ბილბაო მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს, თუმცა ევროპაში პირველია.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სხვა ავიაბაზები მას კარგა გვარიანად ჩამორჩებიან – მადრიდი 48-ე ადგილზეა, ვალენსია – 84-ე, ბარსელონა – 88-ე, იბიცა – 94-ე, ალიკანტე – 101-ე, პალმა – 127-ე და მალაგა მთლად 132-ე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები