LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Blacklane – მეტი, ვიდრე ტაქსი!

25

რა პრობლემებს აწყდებით ტაქსის გამოძახების დროს? არაპუნქტუალურობა, კვალიფიკაციის დაბალი დონე და რა თქმა უნდა, მაღალი ფასი. ბევრი კლიენტი მზად არის მეტი გადაიხადოს, რათა სრულყოფილი მომსახურება მიიღოს – ტაქსი დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილამდე და ოპერატიულად მიიყვანოს კლიენტი სასურველ პუნქტამდე.

სპეციალურად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად Blacklane შეიქმნა. ეს არის თქვენი პირადი მძღოლი, რომელიც თქვენს ყველა ახირებას რეალობად აქცევს, მათ შორის დაგხვდებათ კიდეც აეროპორტში.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ მომსახურებით, აუცილებელია დარეგისტრირდეთ საიტზე Blacklane.com. ელექტრონული ფოსტის, საბანკო ანგარიშებისა და სხვადასხვა ინფორმაციის მითითების შემდეგ, ირჩევთ სასურველ მომსახურებას. იმ შემთხვევაში თუ ეს აეროპორტში დახვერდას გულისხმობს, საჭიროა მიუთითოთ რეისის მიმართულება და დრო. ტარიფები მკაცრად ფიქსირებულია და არ იცვლება მგზავრობის დასრულებამდე.

შეკვეთის მიცემა შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ტრანსპორტზე, მათ შორის ბიზნეს-კლასზე, პრემიუმ-კლასზე და ა.შ.

ამ დროისთვის Blacklane 50-მდე ქვეყნის 180-მდე ქალაქში მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები