LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაზე ასაკოვან ადამიანებს უფასო ტაქსი მოემსახურება

46
taximalta

მალტას ყველა მოქალაქე, ვისი ასაკიც 60 წელზე მეტია, აფთიაქში, ბანკში თუ სხვა სასურველ ადგილას მისვლას უფასო ტაქსით შეძლებს.

ასაკოვანი ადამიანებისთვის უფასო ტრანსპორტის სერვისი მალტის სხვადასხვა ქალაქებში 2018 წლიდან მოქმედებს. მხოლოდ გასულ წელს ასეთი შესაძლებლობით 8 ათასზე მეტჯერ ისარგებლეს, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ პროექტი მთელს ქვეყანაში დაენერგა. შესაბამისად, 60 წელს გადაცილებული მალტელები უფასო ტაქსით გადაადგილებას ქალაქებს შორისაც შეძლებენ.

სოციალური ტაქსო-პარკი მთლიანად ელექტრომობილებისგან იქნება დაკომპლექტებული. ავტომობილის გამოსაძახებლად წინასწარ დარეკვა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესაძლებლობა არსებობს ლუქსემბურგშიც. იქ მათთვის, ვისაც ქალაქში გადაადგილება უჭირს, სერვისი „ავტობუსი მოთხოვნით“ დაიწყეს. მოთხოვნის შემთხვევაში ავტობუსი ადგილობრივებს პირდაპირ სახლის კართან აკითხავს და დადგენილ ოფიციალურ მარშრუტს ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები