LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bluetooth 5 – 4-ჯერ სწრაფი, 2-ჯერ შორი მანძილიდან

45

Bluetooth SIG (Special Interest Group) წარმომადგენელმა, მარკ პაუელმა, ოფიციალური ანონსი გააკეთა Bluetooth-ის ახალი სტანდარტის შესახებ.

ყველასათვის საყვარელი მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია წარმოუდგენლად საინტერესო სიახლეს გვთავაზობს:

მათი ინფორმაციით, ტექნოლოგია გახდა უფრო სწრაფი და გაცილებით შორი მანძილიდან შეუძლია მონაცემთა გადაცემა.

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ Bluetooth-ის ფრაგმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი თავისუფლად შეიძლება ჩაშენდეს სმარტფონებსა თუ სხვა მოწყობილობებში. ამ ეტაპისთვის კომპანია ,,ლურჯ-კბილას’’ მეშვეობით 8.2 მილიარდ მოწყობილობას უჭერს მხარს, რაც სავარაუდოა, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად გაორმაგდება.

Bluetooth 5.0 ტექნოლოგია 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდება და სავარაუდოა, რომ ყველა ძველი თუ ახალი კომპანია აქტიურად დაიწყებს მის პროდუქციაში ჩაშენებას.