LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბმვ ვიჟენ ნეო კლასს

108
Bmw

გერმანული ავტოგიგანტი BMW მსოფლიოს ახალი იდეით უბრუნდება. კონცეპტი, რომელსაც ავტომწარმოებელი გვთავაზობს, საინტერესო სლოგანითაა წარმოდგენილი. “BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს”.

ისტორიული სახელწოდებით Neue Klasse ელექტრომობილების ოჯახის ჩაფიქრებით, BMW აპირებს გაიმეოროს “ახალი კლასის” საშუალო ზომის სედანების წარმატება, რომელმაც სამოციან წლებში გახსნა ახალი თავი ბრენდის ისტორიაში და საფუძველი ჩაუყარა ყველა შემდგომ მოდელს.

ახალი ელექტროქარი იქნება სედანი – ამჟამინდელი BMW მესამე სერიის ზომის.

BMW Vision Neue Klasse სედანი ჯერ კიდევ იდეაა, მაგრამ ის რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მომავალ სერიულ ავტომობილს.

სახეზეა ელექტროქრომული ჰოლოგრამა, ფერის ცვალებადი ფირი კორპუსზე და სხვა ფანტასტიკური ვიზუალი. მანქანის სიგრძე ხუთ მეტრს აღწევს, სიგანე აღემატება 2 მეტრს, სიმაღლე კი თითქმის მეტრი და ნახევარია. 

ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია დიზაინზე. გუნდი ცდილობდა ბრენდის წინა კლასიკური მოდელების ძირითადი ფორმის შენარჩუნებას. მართლაც, რა საოცარია. მისი ინდივიდუალური ვიზუალი არასდროს შეგიყვანს შეცდომაში. შორიდანაც იცნობ რომ BMW-ა. 

კონცეპტს აქვს ახალი პლასტიკური კორპუსი და გაზრდილი შემინვის ფართობი. ბორბლის დიამეტრია – 21 ინჩი. სალონი ოთხი ცალკე ადგილით შექმნილია მინიმალიზმის სულისკვეთებით და დასრულებულია გადამუშავებული მასალით.  ჩვეულებრივი დეკორის ნაცვლად არის ფართოდ კონფიგურირებადი უკანა განათება და ტრადიციული ინსტრუმენტების ნაცვლად გვხვდება BMW Panoramic Vision დისპლეი, რომელიც იკავებს საქარე მინის ქვედა სექტორის მთელ სიგანეს. 

მძღოლის წინ არის ხმის კონტროლი და დამატებითი 3D პროექტორი. ყველა ერთად, ეს არის iDrive-ის ახალი თაობა.      

Neue Klasse-ის ყველა მოდელს ექნება eDrive ელექტროტექნიკის შემდეგი მეექვსე თაობა 800 ვოლტიანი არქიტექტურით. BMW-ს ამჟამინდელ ელექტრომობილებთან (როგორიცაა i4) შედარებით, ახალი კლასის სედანი ენერგოეფექტურობის 25%-ით და ბატარეის დატენვის სიჩქარის 30%-ით გაზრდის. ბატარეაში ენერგიის სიმკვრივე 20%-ით მეტი იქნება. 

სერიული სედანი Neue Klasse მოსალოდნელია 2025 წელს, მას შემდეგ დაუყოვნებლივ მომზადდება მსგავსი ზომის კროსოვერი. ამ ელექტრომობილების წარმოება თავდაპირველად უნგრეთში, შემდეგ კი გერმანიაში, მექსიკასა და ჩინეთში დაიწყება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები