კომპანია BMW-მ ახალი თიზერი გამოაქვეყნა, სადაც გერმანული კომპანიის 5-Series ახალი თაობის წარმომადგენელია წარმოდგენილი. როგორც მოსალოდნელია, მოდელი 2016 წლის ბოლოს გამოვა.
ვიდეოს მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ,,ხუთოსანი” მიიღებს შეცვლილ ფორმებს, ახალ ფარებს, განახლებულ წინა და უკანა განათების სისტემას.
BMW 5-Series-ის ახალი თაობის აგებისას, კომპანიამ გამოიყენა სპეციალრი პლათფორმა – CLAR, რომელიც 7-Series ფლაგმანი სედანის ახალ თაობაშიც იქნა გამოყენებული. ავტომობილი აგებული იქნება უმეტესწილად ალუმინის კონსტრუქციით, რისი წყალობითაც იგი 80 კგ-ით ნაკლები წონის იქნება მის წინამორბედებზე.