BMW-მ ოფიციალურად წარადგინა განახლებული ვერსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული კროსოვერის – BMW X6-ის. ცვლილებები შეეხო როგორც ვიზუალურ ნაწილს, ისე ტექნიკურ მახასიათებლებს.
ვიზუალურად X6 უფრო აგრესიული და დინამიკური გახდა:
შეიცვალა წინა ფარები, ბამპერი და გისოსები, ასევე დაემატა ახალი ფერებისა და ბორბლების არჩევანი. სალონში განახლდა მულტიმედიური სისტემა, რომელიც ახლა საფირმო BMW iDrive 9-ზეა დაფუძნებული და მძღოლს უკეთეს ინტეგრაციას სთავაზობს.
ტექნიკურად, ყველა ძრავას დაემატა 48 ვოლტიანი Mild-Hybrid სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯს და აუმჯობესებს აჩქარებას.
ბაზისური ვერსია კვლავ 3.0-ლიტრიანი ბენზინის ან დიზელის ძრავით გამოდის, ხოლო M60i ვერსია აღჭურვილია 530-ცხენის ძალიანი V8 ძრავით, რაც სიჩქარესა და დინამიკას მნიშვნელოვნად ზრდის.
BMW X6-ის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ევროპულ ბაზარზე, ხოლო მსოფლიო გაყიდვები წლის ბოლოდან დაიწყება.



