LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ გაყიდვებში ისტორიული რეკორდი დაამყარა

33

როგორც ცნობილი ხდება, გასულ თვეს BMW Group-ის გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, გერმანელებმა მარტის თვეში 240 659 ავტომობილის რეალიზაცია შეძლეს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარტის თვეში BMW-ს გაყიდვები 3,5 პროცენტით გაიზარდა. ხოლო თუ პირველი კვარტლის მონაცემებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ კომპანიის გაყიდვები 5,9 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარტის დასაწყისში BMW-ს მარკის ავტომობილების გაყიდვებმა 201 352 ეგზემპლიარი შეადგინა, ხოლო MINI-ს მარკის ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელმა 40 000 ეგზემპლიარი შეადგინა. სამეულის ბოლო ადგილს კი Rolls-Royce იკავებს, რომლის გაყიდვებმაც სულ რაღაც 20 000 ავტომობილი შეადგინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები