LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW M-ის ისტორიაში პირველი სპორტქარი გასაყიდად გამოიტანეს

110
1200x1200 (5)

კომპანიამ Dylan Miles Ltd გასაყიდად გამოიტანა 1972 წლის BMW 3.0 CSL Werks – სპორტული ავტომობილი, რომლის შესახებაც აცხადებენ, რომ ეს BMW Motorsport-ის მიერ შექმნილი პირველი სპორტ პროტოტიპია. ასევე ეს არის პირველი 3.0 CSL, რომელსაც დაუყენეს ცნობილი აეროდინამიკური ნაკრები, რის გამოც ავტომობილს მოგვიანებით „ბეტმობილი“ შეარქვეს. შასის ინდექსით – E9/R1 აღჭურვილი უნიკალური კუპეს ფასი – არ ზუსტდება.

BMW Motorsport-ის განყოფილება 1972 წელს ბობ ლუცმა დააარსა. მან ჩათვალა, რომ სარბოლო წარმატებები საგრძნობლად დაეხმარებოდა სამგზავრო მანქანების გაყიდვებს. განყოფილების ხელმძღვანელად Porsche-ს ყოფილი პილოტი მიიწვიეს, ხოლო პირველი მოდელი ისე შექმნეს, რომ კონკურენცია გაეწიათ Ford-ის სარბოლო მანქანისთვის ევროპის სერიებში.

სულ 21 CSL Werks დაამზადეს და მათგან 11 – ქარხნის გუნდს ეკუთვნოდა. გასაყიდად გამოტანილ ეგზემპლარს განსაკუთრებული სპორტული მიღწევები არ ჰქონია, თუმცა ადგილობრივი შეჯიბრებების ნაწილი მაინც მოიგო. 1973 წელს მანქანა აშშ-ში IMSA სერიაში გამოსაყენებლად გაიყიდა. 1980-იანებიდან მოყოლებული, ავტომობილი კერძო კოლექციებში ინახება და თითქმის არ ჩნდებოდა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. 2021 წელს, ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ, ის პირველად აჩვენეს გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე – სამი ათწლეულის შემდგომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები