LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW M5-ის ახალი თაობა მანათობელ რადიატორის ბადეს მიიღებს

112
BMW M5-ის ახალი თაობა მანათობელ რადიატორის ბადეს მიიღებს

ახალი BMW M5-ის მანათობელი „ნესტოები“ ახალ თიზერში გამოჩნდა. ბავარიელებმა უახლესი მოდელის კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნეს, რაც ადასტურებს იმას რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა ძალიან მალე შედგება. დღის შუქს პირველი სედანი იხილავს, შემდეგ კი ისტორიაში მესამე უნივერსალი M5 Touring. ორივე მოდელის გამოცდა უკვე დასრულებულია და BMW-საც ისღა დარჩენია თიზერებით საზოგადოების ინტერესი გააღვივოს.

ახალი BMW M5 განათებულ რადიატორის ბადეს მიიღებს, ისეთივეს როგორიც XM-ს აქვს, უბრალოდ უფრო მოკრძალებულს. სიახლის ვიზუალის შესახებ გარკვეული ვარაუდების არსებობას ხელს უწყობს ასევე პაპარაცული ფოტოებიც, რადგან პირველი პროტოტიპები გზაზე ჯერ კიდევ 2022 წელს გამოჩნდა.

M5 უფრო აგრესიულ ბამპერს და ახალ, მსუბუქ საბურავის დისკებს მიიღებს. ავტომობილის მასა 2429 კილოგრამი იქნება, ანუ წინამორბედზე ნახევარი ტონით მეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები