BMW 2029 წელს სრულიად ახალ მოდელს – G74-ს წარადგენს. სიახლე ლეგენდარული Mercedes-Benz G-კლასის პირდაპირი კონკურენტი გახდება.
ახალი ყველგანმავლის წარმოება 2029 წლის მეორე ნახევარში დაიწყება და ის სავარაუდოდ, BMW XM-ს ჩაანაცვლებს.
ინსაიდერული ცნობებით, ავტომობილი დაფუძნდება მომდევნო თაობის BMW X5-ის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე, ექნება „კვადრატული“ დიზაინი და სპეციალური ინჟინრული გადაწყვეტილებები, რომლებიც გააუმჯობესებს გადაადგილებას.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ახალ ყველგანმავალს ჰიბრიდული აგრეგატიც დაემატოს.
ასე რომ, 2029 წელს ავტო მოყვარულებს საინტერესო შერკინება ელით – BMW G74-სა და Mercedes-Benz G-კლასს შორის.