LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ახალი CLS Hommage R ანუ უკან მომავალში

26

 

გერმანულმა კომპანია „ბმვ“-მ, ახალი ავტომობილი „BMW 3.0CLS Hommage R” წარმოადგინა, რომელიც 40 წლის წინ ამერიკულ ბაზარზე გამოშვებული 3.0 CLS Hommage-ს რიმეიქია და რიმეიქიც, ამ თარიღთან დაკავშირებით დამზადდა.

 

ახალი ავტომობილი ძველის პროტოტიპია. თუმცა დამატებულია ახალი შტრიხებიც. ახალ მოდელში ცვლილებები ძირითადად ინტერიერს და ექსტერიერს შეეხო. მაგალითად: სამუხრუჭე ნათურები შეიცვალა ახალი დიოდური განათებით, რომლის ხაზიც მთელს უკანა კორპუსს ამშვენებს, აგრეთვე გადაკეთდა სალონი და ავტომობილიც უფრო თანამედროვე გახდა.

 

როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, ახალი „CLS Hommage R”-იც, ისეთივე ლეგენდა გახდება, როგორც 40 წლის წინ მისი წინარმობედი. ამ ავტომობილს “ბმვ“-ს მოყვარულებმა უკან მომავალში უწოდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები