LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ამერიკულ ქარხანაში ადამიანის მსგავსი რობოტები იმუშავებენ

143
robot

კომპანია BMW ანდროიდებს დაასაქმებს. ადამიანის მსგავსი რობოტები, რომელიც კალიფორნიულმა კომპანია Figure-მ შექმნა, ხელოვნური ინტელექტით არიან აღჭურვილი. რობოტები ავტომწარმოებლის სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანაში გამოჩნდნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ ზუსტად რას გააკეთებენ ისინი – შესაძლო სცენარი ჯერ კიდევ შესასწავლია. ამასთან, რთული არაა იმის წარმოდგენა თუ როგორი პერსპექტივები იხსნება სამომავლოდ საავტომობილო წარმოებისთვის.

განსხვავებით სხვა ვიწრო პროფილიანი რობოტებისგან, Figure-ს ანდროიდები საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების შესრულებაზე შეიძლება იყვნენ დაპროგრამებული. რობოტს შეუძლია ყავის მომზადება, 20 კილოგრამამდე ტვირთის აწევა და 5 საათი ავტონომიურ რეჟიმზე მუშაობა. მას შეუძლია კარის დამოუკიდებლად გაღება და გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები