LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს მოგება შემცირდა, თუმცა კომპანიის აქციები გაძვირდა

107
1428x1428

გერმანულმა ავტო კონცერნმა BMW-მ პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 23%-ზე მეტით შემცირდა და 1,67 მილიარდი ევრო შეადგინა. მიუხედავად ამისა, ინვესტორების პოზიტიური მოლოდინის ფონზე BMW-ს აქციები ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომპანიის ინფორმაციით, გადასახადებამდე მოგება 25%-ით, 2,3 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო საერთო შემოსავალმა 31 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი კლებაა.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, ფინანსურ შედეგებზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა – მათ შორის ჩინეთის ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ, აშშ-ის ტარიფების პოლიტიკამ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელმაც გლობალურ ავტო ინდუსტრიაზე დამატებითი ზეწოლა შექმნა.

თუმცა, მიუხედავად სუსტი ფინანსური მაჩვენებლებისა, BMW-ს აქციები ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაახლოებით 8,5%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ინვესტორები გაცილებით უარეს შედეგებს ელოდნენ, ხოლო კომპანიის მიერ წლიური პროგნოზის უცვლელად დატოვებამ ბაზარზე პოზიტიური განწყობა შექმნა.

BMW-ში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე არსებული გამოწვევების დაძლევას და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები