LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს საიუბილეო მეასე წელი Rolls-Royce-სა და MINI-საც შეეხება

44

კომპანია Rolls-Royce ისტორიაში ნამდვილ კონცეპტუალურ ავტომობილს დაამზადებს, რომელიც გახდება BMW-ს რიგით მეოთხე საიუბილეო ავტომობილი 2016 წელს. ინფორმაციას ამის შესახებ პოპულარული გამოცემა Autocar ავრცელებს.

Rolls-Royce-ის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც Grand Sanctuary ერქმევა, უმდიდრესი ინტერიერით იქნება გაწყობილი. გავრცელებული ხმების მიხედვით, მისი პრემიერა ივნისში, ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალზე ”გუდვუდი” მოხდება.

სწორედ ამ ფესტივალზე გამოჩნდება MINI-ს კონცეპტუალური მოდელიც, რომელსაც ლოზუნგით ”Every MINI is a mini”იქნება წარმოდგენილი და გახდება ავტომობილი, რომელიც ბრიტანული ბრენდის განვითარებისა და პერსონალიზაციის იდეალური მაგალითი იქნება.

ამასთანავე 2016 წლის შემოდგომაზე, ლოს-ანჯელესის მოტორშოუზე გამოჩნდება BMW-ს მოტოციკლიც, რომელის დასამზადებლადაც კომპანიაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნა, მოტოციკლი BMW Motorrad-ის სახელით გახდება ცნობილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია BMW-მ საიუბილეო წელთან დაკავშირებით წარმოებული ოთხეულის პირველი წევრი Vision 100 Concept  უკვე წარადგინა. წლის ბოლომდე კი ზემოთხსენებული მოდელების ოფიციალური დებიუტი გაიმართება…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები