მიუნხენის ”ბაიერნის” მცველი ჯერომ ბოატენგი გინესის რეკორდების წიგნში წაუგებელი მატჩების სერიის გამო შევიდა.
ბოატენგი გერმანიის ჩემპიონატის 56 შეხვედრაში გავიდა მოედანზე, რომელშიც ”რეკორდმაისტერი” არცერთხელ არ დამარცხებულა. ბოატენგის სერია 2012 წლის 3 ნოემბრიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე გაგრძელდა. მცველმა სერტიფიკატიც მიიღო, რომელიც მის მიღწევას ადასტურებს.
ბოატენგი ”ბაიერნში” 2011 წლიდან თამაშობს. მანამდე იგი ”ჰერტაში”, ”ჰამბურგსა” და ”მანჩესტერ სიტიში” გამოდიოდა.