LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 8 წელიწადი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო

129
FingersOpenBlindsToSeeBrightSun

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო 8 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. სამსახურის ცნობით, დათბობა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე რეკორდსმენად 2016 წელი რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ NyTimes ავრცელებს.

მეტეოროლოგთა ცნობით, ზოგადად მსოფლიო ამჟამად 1,2 გრადუსით უფრო ცხელია, ვიდრე XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მავნე გამონაბოლქვი ბევრად ნაკლები იყო.

გარდა ამისა, გასულ წელს ევროპაში 2020 წლის შემდეგ ყველაზე თბილი ზაფხული დაფიქსირდა, 2020 კი აბსოლუტურად რეკორდული წელია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპაში ტემპერატურა საშუალო გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მაინც გაიზარდა, ამასთან კონტინენტზე ზრდა ყველაზე მაღალი იყო. უფრო ზუსტად, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და იტალიაში განსაკუთრებით ცხელოდა.

ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთის, ცენტრალური აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეც უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურად ფიქსირდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები