LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BOND – Aston Martin

104
BOND - Aston Martin

1969 წელს კინოეკრანებზე ჯეიმს ბონდი მეექვსე ფილმით დაბრუნდა, იან ფლეიმინგის საკულტო მოთხრობათა კრებულის ეკრანიზაცია უკვე მსოფლიო დონის მოვლენა იყო და აბსოლუტურად ყველა დეტალი რაც კი გამოიყენებოდა ამ ფილმთა სერიაში, მაყურებელთა უზარმაზარი ყურადღების ცენტრში იყო. მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში, – ასე ერქვა ფილმს, სადაც აგენტი 007-ის როლს ჯორჯ ლეზენბი ასრულებდა. შეიძლება ლეზენბი საუკეთესო ბონდად ისტორიაში არ შესულა, მაგრამ საიდუმლო აგენტის ავტომობილი ნამდვილად შევიდა. ეს იყო ასტონ მარტინ დიბი ესი.

მანქანას ფილმის რამდენიმე სცენაში გადააწყდებით. მაგალთად დასაწყისში, როდესაც ბონდი მისდევს ტრეისის და შემდეგ უკვე ქორწილის დროს. ბონდის წინა მანქანისგან, ვერცხლისფერი ასტონ მარტინ დიბი5-ისგან განსვავებით, ამ მანქანაში გაჯეტები არ გამოიყენებოდა, გარდა ტელესკოპური სამიზნე თოფისა. ფილმის ბოლო სცენებშიც ჩანს ავტომანქანა და თან ისეთ დროს, რომლის გახმოვანებაც მიჭირს. არა… ეს არ არის რაც შეიძლებოდა გეფიქრათ. უბრალოდ ფილმის ფინალს არ გაგიფუჭებთ.

DBS გამიზნული იყო Aston Martin DB6-ის მემკვიდრედ, თუმცა ორივე ერთდროულად იწარმოებოდა სამი წლის განმავლობაში. იგი იკვებებოდა 6 ძრავით, იწარმოებოდა 1967 წლიდან 1972 წლამდე, საბოლოოდ კი გაუქმდა უფრო ძლიერი DBS V8-ისა და Aston Martin Vantage-ის სასარგებლოდ.

ეს იყო უფრო დიდი კუპე, ვიდრე DB6, ოთხი სრული ზომის სავარძლით. მუშაობდა იგივე 4.0 ლიტრიანი ძრავით, როგორც წინა მანქანა. ძრავის სავარაუდო სიმძლავრე იყო 282 ცხენის ძალა

საგულისხმოა რომ ასტონ მარტინის სხვა მოდელი, DB5 ბონდის მეშვიდე ფილმში, ალმასები სამუდამოდ გამოჩნდა, არც თუ ისე ხანგრძლივად, თუმცა მაინც. ამ სერიაში ჯეიმსი ერნსტ სტავრო ბლოფილდს ეძებს, ამჯერად მეუღლის მოკვლის გამო შურის საძიებლად. აგენტი ბოროტმოქმედის ლაბორატორიას პოულობს, ხოლო თავად ბლოფილდი საშინელი ბედის წინაშე დგება. ამ ფილმში ჯეიმს ბონდის როლს ლეგენდარული და უნიკალური მსახიობი შონ კონერი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები