LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ელცინის ლიმუზინი გასაყიდად გამოიტანეს

150

Авто.ру-ზე გასაყიდად Mercedes-Benz S-Class Pullman-ია გატანილი, რომლითაც ბორის ელცინი გადაადგილდებოდა. ავტომობილი 1995 წელს არის გამოშვებული და 33,8 მილიონი რუბლი ღირს.

როგორც განცხადებაში წერია, ეს ავტომობილი პირველი Pullman-ია W140-ის ძარით გამოშვებული 27-დან. თავდაპირველად ლიმუზინი გერმანიის კანცლერის, ჰელმუტ კოლის საკუთრება იყო და ბორის ელცინს თავად აჩუქა. ელცინი კი ავტომობილით 1995 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა.

ლიმუზინი 394 ცხენის ძალიანი ექვს ცილინდრიანი ძრავითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. მისი გარბენი თითქმის 90 000 კილომეტრია. ავტომობილი მუშა მდგომარეობაშია.

ამჟამად ავტომობილი კერძო კოლექციაშია, მეპატრონის თქმით, ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები