LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტგამცილებლებმა მგზავრების ყველაზე გამაღიზიანებელ ქცევებზე ისაუბრეს

42

ბორტგამცილებლებმა მგზავრების ყველაზე გამაღიზიანებელ ქცევებზე ისაუბრეს. „The Telegraph”-მა სხვადასხვა ავიაკომპანიების ბორტის წევრები გამოკითხა და ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინა.

ბორტგამცილებლებს არ უყვართ ის ავიამგზავრები, რომლებიც გაზიან სასმელს უკვეთავენ. მაგალითად, ისეთს როგორიცაა – კოლა, რადგან სალონში წნევა დაბალია, რაც გაზიანი სასმელის დასხმას ძალიან არაკომფორტულს ხდის. ასევე, მათ არ მოსწონთ ის ადამიანები, ვინც სავარძლის ჯიბეში ნაგავს ტოვებს, ან ისინი ვინც მუდმივად ყურსასმენით არის და შეკვეთის მიცემის დროს ძალიან ხმამაღლა საუბრობს. და ბოლოს, გამაღიზიანებელთა სიაში არიან ის მგზავრები, რომლებსაც სალონში ბოდიალი უყვართ და როგორც წესი, ამისთვის ყველაზე მოუხერხებელ დროს არჩევენ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები