ბრაზილიაში დააპატიმრეს ცხენი, რომელმაც ავტომობილი დააზიანა. უცნაური შემთხვევა სერჟიპის შტატში მოხდა. სააგენტო „Globo”-ს ინფორმაციით, ცხენის პატრონი უილიამსს ფრანცისკო დოს სანტოსი ცხოველთან ერთად გარეთ იყო გამოსული, როდესაც მასთან რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა და გასეირნება სთხოვა. სანტოსსაც უარი არ უთქვამს და ბიჭებს ცხენი ათხოვა. ჯირითის დროს კი ცხოველი რაღაცამ შეაშინა და ის იქვე მდგომ ავტომობილზე დაწვა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა საქმის დეტალების გასარკვევად ცხოველი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ დამნაშავე მხოლოდ მეორე დღეს, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
https://www.youtube.com/watch?v=EjcFNpfDnHs