LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდი Land Rover თავის არსებობას შეწყვეტს

109
land-rover

Jaguar Land Rover სახელს შეიცვლის და ერთ-ერთ ბრენდზე საერთოდ უარს იტყვის. ეს წარმოების მასშტაბური რეორგანიზების ერთ-ერთი ნაწილი გახდება. ბრიტანელები უარს იტყვიან ბრენდ Land Rover-ზე , ასევე იგეგმება მოდელების გრძელ სახელწოდებებზე უარის თქმაც, მაგალითად ისეთი როგორიცაა – Land Rover Range Rover Velar, ხოლო ბრენდი Jaguar ლუქს ელექტრომობილებზე ორიენტირდება.

Land Rover-ის ნაცვლად ბრიტანული კონცერნი ავტომობილებს დამოუკიდებელი ბრენდების  Range Rover-ის, Defender-ის და Discovery-ის სახელით გამოუშვებს. ფლაგმანებად ცოტა ხნის წინ შეცვლილი ყველგანმავლები Range Rover და Range Rover Sport დარჩებიან, წლის ბოლომდე კი მათ სიას ელექტრონული ვერსიაც დაემატება.

ბრენდი Jaguar კონცეფციის შეცვლის შემდეგ ელექტრომობილების წარმოებით დაკავდება. 2024 წელს სპორტული ელექტრონული სედანი გამოვა, რომლის სვლის მარაგიც 700 კილომეტრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები