LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრინჯაოს დღე: მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დავიწყეთ

80

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო.
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე ორი მედლით დაასრულეს.

პირველ დღეს ოთხ წონით კატეგორიაში მედლისთვის ოთხი ქართველი ფალავანი ჭიდაობდა.

რევაზ ნადარეიშვილმა (98) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ რუსტამ ასაკალოვს ანგარიშით 3-1 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა რობერტ კობლიაშვილი (85), რომელსაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა და ავტომატურად ბრინჯაოს მედლის გამარჯვებული გახდა.

დღეს, 22 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატში დარჩენილი ოთხი წონითი კატეგრიის მოჭდიდავეები ჩაერთვებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები