LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა მსოფლიოში ერთადერთი „გრძელკუდიანი“ სუპერჰიბრიდი შექმნეს

35

ბრიტანელებმა მსოფლიოში ერთადერთი „გრძელკუდიანი“ სუპერჰიბრიდი შექმნეს. ბრიტანულმა ატელიე Lanzante-მ სიჩქარის ფესტივალისთვის სუპერჰიბრიდის უნიკალური მოდიფიკაცია მოამზადა. როგორც ქსელში გავრცელებულ თიზერში ჩანს, Longtail-ის ახლებურ ვარიანტს ძარის უკანა ნაწილი დაგრძელებული აქვს და რაღაცით 1990-იანი წლების სარბოლო F1 GTR-ს გავს. როგორც ცნობილია, ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად აიწყო და ის ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებმა კლიენტმა შეუკვეთა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს McLaren-მა კუპე P1-GTR-ის სატრეკო ვარიანტი წარმოადგინა. ერთი წლის შემდეგ კი Lanzante-მ McLaren-ის 1000 ძალის მქონე სერიული ვარიანტი შექმნა და მოდელი ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

საინტერესოა, რომ მან ნიურბურგრინგის ტრასა სულ რაღაც 6 წუთსა და 43,22 წამში გაიარა, თუმცა ეს დრო რეკორდულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები