ბრიტანულმა ავტოკომპანია “Briggs”-მა, შექმნა ავტომობილი “Mono”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იქნება საავტომობილო ბაზარზე.
ერთადგილიანი, 2.5 Crosworth ძრავის მქონე ავტომობილი 274 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, რაც მას ყველაზე სწრაფი ავტომობილების სიაში მოწინავე ადგილს ანიჭებს, ”პორშე 918” და ”ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტის” შემდეგ. ”მონოს” დიზაინი აღებულია სარბოლო ავტომობილებისაგან, რის შედეგად მას არ აქვს სახურავი და წინა საქარე მინა. აგრეთვე სალონში მოთავსებულია მოსახსნელი საჭე.
კომპანიამ უკვე 200 მდე ახალი შეკვეთა მიიღო ამ ავტომობილის დასამზადებლად და როგორც ამბობენ, მას ძალიან მალე ჩაუშვებენ გაყიდვაში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.