LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებს ელექტროენერგიის დასაზოგად ცხოველებთან ჩახუტება ურჩიეს

47
ead803d4a45eee3ad106decbffd09f8aY29udGVudHNlYXJjaGFwaSwxNjQxOTcxMzQz-2.62583496

ბრიტანულმა კომპანია Ovo Energy-მ მომხმარებლებს ხუმრობით ურჩია, რომ ენერგიის ეკონომიის მიზნით ცხოველებს ჩახუტებოდნენ, ჰულაჰუპი ეტრიალებინათ და მეტი წყალი დაელიათ. შედეგად კომპანიას ამ რჩევისთვის ბოდიშის მოხდა დასჭირდა.

გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ელექტროენერგიით მომმარაგებელმა სიდიდით მესამე კომპანიამ გასულ კვირას თავის კლიენტებს მეილები გაუგზავნა, სადაც „ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლად 10 მარტივი და ბიუჯეტური მეთოდი“ იყო ჩამოთვლილი.

გარდა ცხოველებთან ჩახუტებისა, კომპანიის აზრით კარგი აზრი იყო ასევე „სახლის დალაგება“, „ხტუნაობა“ და სხვა მსგავსი აქტივობები.

საქმე ისაა, რომ ბრიტანეთი ენერგეტიკული კრიზისისთვის ემზადება, ექსპერტთა პროგნოზით აპრილის თვეში გადასახადები სავარაუდოდ გაორმაგდება, მოსახლეობა კი ამისთვის მზად ნამდვილად არ არის.

ასეთ ვითარებაში სახუმარო მესიჯი, რომელიც წესით საინტერესო მარკეტინგული ხერხი უნდა ყოფილიყო, სასაცილო სულაც არ აღმოჩნდა და კომპანიას მომხმარებლებისთვის ბოდიშის მოხდა დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები