ბრიტანელმა ქალმა დიდი რაოდენობით საკვები მოიმარაგა და მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში მოქმედების გეგმაც შეიმუშავა. ამის შესახებ მან გამოცემა Daily Mail-ს უამბო.
27 წლის ჩარლი სტორი, ოთხი წლის გოგონას დედა, ბოლო ორი წელია სერიოზულად უდგება შესაძლო კატასტროფებისთვის მომზადებას, ისეთის როგორიც არის ბუნებრივი კატაკლიზმები თუ ბირთვული ომი. საკუთარ სახლში მან უკვე შექმნა მარაგების საწყობი, სადაც სამი თვის სამყოფ საკვებს, წყალს და მედიკამენტებს ინახავს.
„როცა პანდემია დაიწყო, მივხვდი, რამდენად მყიფეა ჩვენი სამყარო, — ამბობს ჩარლი. — ახლა, როცა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება, ვალდებული ვარ, ჩემი შვილი დავიცვა.“
ბრიტანელმა საკუჭნაოში საკონდიტრო ნაწარმის, ბურღულეულისა და წყლის მარაგი შექმნა. ის რეგულარულად აახლებს ამ მარაგებს პრინციპით: „ერთს ვყიდულობ ახლა გამოსაყენებლად, ორს — მომავლისთვის.“
ასევე, მან შეიმუშავა ევაკუაციის გეგმა და გადარჩენის უნარებს ეუფლება — სწავლობს წყლის გაფილტვრას და პირველადი დახმარების გაწევას. ყველაფერს ამის შესახებ ის თავის გამომწერებს TikTok-ის ბლოგში უზიარებს.
სამალავის ზუსტ ადგილს ჩარლი მკაცრ საიდუმლოდ ინახავს. მოსალოდნელ კრიზისში ყველაზე მეტად მას მძარცველების ეშინია.
ქალი უკვე ფიქრობს, როგორ დაიცვას ოჯახი მათგან.
„ბრიტანეთში იარაღი აკრძალულია და ეს დიდი პრობლემაა, — წუხს ჩარლი. — იძულებული ვარ, მხოლოდ ნებადართულ თავდაცვის საშუალებებს მივმართო, რაც საკმარისი აშკარად არ არის.“