LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი სპორტული Ford Escort-ით 30 წელზე მეტი არ დადიოდა, რადგან ეშინოდა მოჰპარავდნენ

116
ბრიტანელი სპორტული Ford Escort-ით 30 წელზე მეტი არ დადიოდა, რადგან ეშინოდა მოჰპარავდნენ

დიდ ბრიტანეთში იყიდება Ford Escort, 1979 წლის გამოშვება, რომელსაც გარბენი თითქმის არ აქვს. ავტომობილი სპორტული მოდიფიკაციით Rs 2000, 45 წლის წინ გამოვიდა კონვეიერიდან და მას შემდეგ მხოლოდ 27 400 კილომეტრის გავლა მოასწრო. მანქანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ 2 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ პირველმა მეპატრონემ ის ფარეხში გადამალა, რადგან ქურდობის ეშინოდა.

შედეგად ავტომობილმა მოძრაობის გარეშე 36 წელი გაატარა. დღეს იდეალურად შენახული Escort-ისთვის 94 200 ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

ლოტის პირველი მფლობელი ბრიტანეთის მკვიდრი იყო. ერთხელ მან ავტომობილის სიახლოვეს 3 საეჭვო მამაკაცი შეამჩნია. მანქანის პატრონმა ბოროტმოქმედების დაფრთხობა შეძლო. თუმცა, ამის შემდეგ ბრიტანელს სულ ეჩვენებოდა რომ გამტაცებლები უკან მოჰყვებოდნენ. შედეგად მან გადაწყვიტა, მანქანა ფარეხში გადაეყვანა და ხელი აღარ ეხლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები