LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ავტომოყვარულმა ძველი „შკოდების“ კოლექცია შეაგროვა

96

გამოცემა “Autocar”-ში გამოქვეყნდა მარკ ტოროკის ისტორია, საიდანაც ირკვევა, რომ მამაკაცს 70 ერთი და იმავე ბრენდის ავტომობილი ყავს. უფრო მეტიც, კოლექციაში მოხვედრილი ავტომობილების უმრავლესობა ერთმანეთს ძალიან გავს და ერთი და იმავე წელსაა გამოშვებული.

თავის კოლექციას ავტომოყვარული „შკოდების თავშესაფარს“ ეძახის და როგორც ის აცხადებს, მზადაა ყველა მიტოვებული ავტომობილი თავისთან დაიტოვოს. მთელი კოლექცია მან 10 წლის განმავლობაში შეაგროვა და ძველ „შკოდებს“ ისეთი სიხშირით ყიდულობდა, როგორც -ჩვეულებრივი ადამიანები მაღაზიებში პროდუქტებს.

ტოროკის განცხადებით, ბრენდის სიყვარული მას მამისგან გადაეცა. ყველაზე ძველი ავტომობილი კი 1973 წელს გამოშვებული S110 Deluxe-ია, რომელიც ბრიტანელმა ჯართში იპოვა. რაც შეეხება ყველაზე საყვარელ მოდელს, მარკი უპირატესობას 2002 წლის superb-ს ანიჭებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები