ბრიტანელმა ქალმა Tesla-ში ბენზინის ჩასხმა სცადა – რატომ?

116
tesla

Tesla-ს ბრიტანელმა მფლობელმა ახსნა, თუ რატომ ცდილობდა ელექტროქარში ბენზინის ჩასხმას. სოც-ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც 22 წლის დანიელ რაიტია ასახული. გოგონა ბენზინგასამართ სადგურთან თავისი Tesla Model Y-ით მიდის და მანქანის გარშემო იწყებს სიარულს, რათა გაერკვეს თუ საიდან უნდა ჩაასხას ბენზინი. გოგონა მანამ დადიოდა აქეთ-იქით სანამ თვითმხილველებმა ის არ დაარწმუნეს, რომ ელექტროქარს ბენზინი არ სჭირდებოდა. ვიდეო ათობით მილიონმა ადამიანმა ნახა და რაიტი ნამდვილი ბულინგის მსხვერპლიც გახდა. შედეგად, მას Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი გამოესარჩლა.

ზოგიერთი მომხმარებელი რაიტს „სულელს“ უწოდებდა, სხვები კი ამტკიცებდნენ რომ ვიდეო დადგმული იყო და ელექტროქარი მას საერთოდ არ ეკუთვნოდა.

განცხადება გააკეთა თავად მთავარმა გმირმაც. გოგონას თქმით, ეპიზოდი გრძელი და დამღლელი დღის ბოლოსაა გადაღებული და ის უბრალოდ ვერც იაზრებდა, თუ რას შვრებოდა. გოგონა იმაზე ფიქრობდა, თუ რას შეჭამდა ცოტა ხანში და არა იმაზე, თუ რით დადის ელექტროქარი.

ვიდეოს გამოეხმაურა მასკიც, მან აღნიშნა რომ მსგავსი რამეები დროდადრო ხდება და ძველი ჩვევებისგან თავის დაღწევა მარტივი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები