LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პოლიციამ კანონდამრღვევების აღმოსაჩენად ავტობუსი გამოიყენა (ვიდეო)

85

ბრიტანეთის პოლიციამ კანონდამრღვევი მძღოლების აღმოსაჩენად ავტობუსი გამოიყენა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, სამართალდამცავები ორსართულიანი ავტობუსის მეორე სართულზე მოთავსდნენ და ქალაქის ქუჩები მოიარეს. ეს მეთოდი მართლაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, რადგან სულ რაღაც ერთ დღეში მათ 130 ჯარიმა გამოწერეს. როგორც ჩანს, კომფორტული სიმაღლიდან კონტროლი ბევრად უფრო მოსახერხებელია. სულ დაჯარიმებული მძღოლებიდან, 39-მა მობილური ტელეფონი გამოიყენა, 36-ს კი ღვედი არ ეკეთა, 53-მა სიჩქარეს გადააჭარბა და 2 მათგანი კი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. საინტერესოა, რომ ერთი მძღოლი მესიჯს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში წერდა, მანამ სანამ მას თავზე საპატრულო მანქანა არ დაადგა. პოლიციას პატრულირების ეს მეთოდი იმდენად მოეწონა, რომ მას მომავალშიც არაერთხელ გაიმეორებს.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები