LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ყველაზე რომანტიკული ადგილები

40

თვეზე ნაკლები დარჩა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინებამდე. თუ გსურთ გაიზიაროთ ვარსკვლავური წყვილის ბედნიერება და თავადაც დააკანონოთ ურთიერთობა, შესთავაზეთ თქვენს მეორე ნახევარს ბრიტანეთის ყველაზე რომანტიკული ადგილების მონახულება და დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად მიიღებთ გულისა და ხელის შეთავაზებას.

სახლი ხეზე, ლოჰ ჰოილის ტბაზე – ზღაპრული სახლი The Lodge ხედით შოტლანდიის ერთი-ერთ მშვენიერ ტბაზე მართლაც მშვენიერი დეკორაციაა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. ხუთვარსკვლავიანმა მინი სასტურომ გლასგოდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც ხშირად ეწყობა მოდური ფოტოსესიები, დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მყუდრო გარემოთი და დახვეწილი კერძებით.  სხვათაშორის, სასტუმროს ადმინისტრაცია ოფიციალურად ფლობს ლიცენზიას საქორწინო ცერემონიის ჩატარებაზე და თუ ცოტა სითამამესაც გამოიჩენთ შესაძლოა, სახლში დაქორწინებული დაბრუნდებით.

ლონდონის ხედი – The Shard-ის ცათამბჯენი, საიდანაც ლონდონის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილია.  განსაკუთრებით სასიამოვნოა ცათამბჯენიდან შამპანურის ბოკალით ხელში დაისის ნახვა, მით უფრო, რომ The Shard-ს საკუთარი კონსიერჟ-სამსახური აქვს, რომელიც სიამოვნებით დაგეხმარებათ რომანტიკული ვახშმის მოწყობასა და შესაფერისი განწყობის შექმნაში.

 (ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები