LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ერთდროულად სამი მშობელი ჰყავს

119
baby-gc0d0e36d5_1920

დიდ ბრიტანეთში უნიკალური ექსპერიმენტი დასრულდა. განაყოფიერების ინოვაციური პროცედურის დამსახურებით დაიბადნენ ბავშვები, რომლებსაც ერთდროულად 3 დნმ-ი აქვთ – დედის, მამის და კიდევ ერთი ქალის. სიახლეს The Guardian ავრცელებს.

ზუსტად რამდენი ბავშვი გაჩნდა ამ მეთოდით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მინიმალური რაოდენობა ხუთს მაინც შეადგენს.
უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზი სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების თავიდან აცილებაა. დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ეს პრობლემა მოგვარდება და შემდგომი გართულებების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სამი მშობლის დნმ-ით პირველი ბავშვი 2016 წელს მექსიკაში დაიბადა. მშობლები იორდანიიდან იყვნენ და ბრიტანელ ექიმებს გენეტიკური დაავადებების გამო მიმართეს. პროცედურამ გაამართლა და სრულიად ჯანმრთელი ჩვილი მოევლინა ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები