LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის შემაშფოთებელმა ფოტომ ინტერნეტი დაიპყრო

16

ბოლო დროს ბრიტნი სპირსი აქტიურადაა დაკავებული საკუთარი სხეულის დემონსტრირებით, მომღერალმა საკმაოდ დაიკლო წონაში და ამის დასტურად სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ახალი ფოტო გააზიარა. ბრიტნის თაყვანისმცემელთა რეაქცია ფოტოზე სახარბიელო ნამდვილად არ აღმოჩნდა. მომღერლის ფანები შიშობენ, რომ სპირსს შესაძლოა მალე ანორექსია დაეწყოს, რადგან მისი სიგამხდრე უკვე შემაშფოთებელია.

ბრიტნი სპირსი ახალ ფოტოზე საყვარელ მწვანე საცურაო კოსტიუმშია გადაღებული და ისეთი გამხდარია, რომ წონით ანჯელინა ჯოლისა და ვიქტორია ბექჰემს თუ შეედრება. სულ რამდენიმე საათში ფოტომ Instagram-ზე 132 ათასი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

33CF816500000578-3572386-image-m-13_1462325939644

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები