LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3028
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:57-დან 10:08 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაქებთ, რადგან სწორედ ისინი ეცდებიან თქვენს მოტყუებას.

იმოქმედეთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით და რძის პროდუქტით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ალერგიულ პაციენტებს, რადგან მაღალია შეშუპებების ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი და იისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძისთვის, ტყუპებისა და ქალწულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები