ბელგიაში, ქალაქ ბრიუგეში გაჩნდა ნაძვის ხეების ტყე, სადაც ადგილობრივებს საშობაო სურვილების დატოვება შეუძლიათ. თუმცა, მათ ასრულებაზე არა სანტა-კლაუსი, არამედ ქალაქის მერია იზრუნებს. სიახლის შესახებ გამოცემა The Mayor წერს.
ბრიუგეს მცხოვრებლებს თუ სტუმრებს შეეძლებათ, რომ თავისი სურვილი 30 ნაძვიდან ერთ-ერთის ტოტზე დატოვონ. სურვილების შეგროვება 2024 წლის 7 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ მერია ყველა ბარათს წაიკითხავს და გადაწყვეტს, თუ რომელი სურვილებია ქალაქისთვის უფრო სასარგებლო და რომლის რეალიზება იქნება შესაძლებელი.
სურვილების ნაძვის ტყე ქალაქში წელს უკვე მესამედ გამოჩნდება. პროექტის სიახლე გახდა ნაძვებზე მოთავსებული QR-კოდები, რომლებიც ადგილობრივებს სურვილების ონლაინ დატოვების საშუალებას მისცემს.