LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის აეროპორტი უფრო ჩუმი გახდება

129
ბრიუსელი

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მეტ ჩუმ თვითმფრინავს მიიღებს (ასეთი ლაინერების ძრავები სპეციალური მასალითაა დაფარული, რაც ხმაურის დონეს ამცირებს) და ტექნიკურ ტრანსპორტს ელექტროენერგიაზე გადაიყვანს. ამ გზით ავიაბაზას სამეზობლოში 2032 წლისთვის ხმაურის დონის 12%-ით შემცირება აქვს დაგეგმილი.

მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი თარიღისთვის ბევრად უფრო თანამედროვე ჩუმი თვითმფრინავები რეისების 63%-ს შეასრულებენ.

გარდა ამისა, აეროპორტის ტერიტორიაზე ხმაურის დამატებით ბარიერებსაც დაამონტაჟებენ. ავიაკომპანიებს მოუწევთ, რომ დასაჯდომად ბევრად ჩუმი მეთოდები გამოიყენონ, ხოლო საფრენ ბილიკზე გადაადგილებისას მხოლოდ ერთი ძრავა ამუშაონ.

თვითმფრინავის ხმაური არამხოლოდ ძილს უშლის ხელს, არამედ სერიოზული დაავადებების მიზეზიც ხდება, მაგალითად გულის პრობლემების, ნევროზის თუ ბავშვებში სხვადასხვა გართულებების.

საინტერესოა, რომ ავიაციის ხმაურისგან 4 მილიონზე მეტი ევროპელი იტანჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები