LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის ყველა სუპერმარკეტი ვალდებული გახდება, რომ გაუყიდავი საკვები ქველმოქმედებისთვის გასცეს

142
thumb_1024x663_shelves-with-veggies-11zon

2024 წლიდან ბრიუსელის სუპერმარკეტებს მოუწევთ, რომ გაუყიდავი პროდუქტი ქველმოქმედებისთვის გასცენ. ამ გზით ქალაქს სურს, რომ ნაგვის კონტეინერებში რაც შეიძლება ცოტა საჭმელი მოხვდეს, წერს the Mayor.

გადაწყვეტილება შეეხება ყველა ობიექტს, რომლის ფართობიც 1000 კვადრატულ მეტრზე მეტია, ანუ გაჭირვებულებს საკვებს 100-ზე მეტი სუპერმარკეტი გადასცემს.

ამჟამად ბრიუსელის მაღაზიები დამოუკიდებლად წყვეტენ, თუ რა უქნან იმ პროდუქციას, რომლის ვარგისიანობის ვადაც მალე იწურება. ზოგიერთი მარკეტი უკვე თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, სხვები ფასდაკლებებს აკეთებენ. არიან ისეთებიც, ვინც საჭმელს უბრალოდ ყრის.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ევროკავშირმა ყველა წევრ სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ გადაყრილი პროდუქციის ანგარიშები ეწარმოებინა. მიზანი კი საკვები ნარჩენების მაქსიმალურად შემცირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები