ბრიუსელი გახდა ბელგიის პირველი რეგიონი, სადაც შოკოლადის დამზადების ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში დაამატეს. სიახლის შესახებ vrt.be წერს.
ბელგია- შოკოლადის ექსპორტით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა დღეისათვის სფეროს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. გაძვირდა კაკაო, შაქარი და სხვა ინგრედიენტები. ახალმა სტატუსმა კი ხელი უნდა შეუწყოს ტრადიციების შენარჩუნებას და მწარმოებლებსაც მხარი უნდა დაუჭიროს.
ადგილობრივ კომპანიებს იმედი აქვთ, რომ ბრიუსელის მაგალითს სხვა რეგიონებიც გაიმეორებენ და მათი ხელოვნება ნაციონალური მემკვიდრეობის ნაწილი გახდება. მომავალში მათ ისიც სურთ, რომ ბელგიური შოკოლადი იუნესკოს სიაში მოხვდეს.