LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ევროპული კვარტალი „გაცოცხლდება“

113
visuel-projet

ევროპული კვარტალი ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ოფისების დიდი ნაწილია განთავსებული, დინამიკურ და ცოცხალ რაიონად გადაიქცევა, ისეთად სადაც ადამიანები თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ. სიახლის შესახებ bbf.be წერს.

პანდემიის შემდეგ დისტანციურად მუშაობის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ევროკომისიის მფლობელობაში მყოფი ბევრი შენობა-ნაგებობა დაიცალა. დღეისთვის ყოფილი ოფისებიდან 300 000 კვადრატული მეტრი აუთვისებელია. ევროპული კვარტლის ფონდის პროგნოზით ეს ყველაფერი არ არის და მომავალში კიდევ არაერთი შენობა დაიცლება, რამეთუ დისტანციური მუშაობა ბელგიის ცხოვრების უცვლელ ნაწილადაა ქცეული.

აპრილში ადგილობრივმა მთავრობამ ევროკომისიისგან 21 ასეთი შენობა იყიდა. ამ სივრცეში 1000-მდე ბინის მოეწყობა, იგეგმება ასევე კაფეს, მაღაზიების და სკოლის გახსნა.
შენობების სრულად დაცლა 2027 წლისთვისაა ჩანიშნული, გახსნა კი სავარაუდოდ 2028-29 წლების შემდეგ მოესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები