LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრნოში მიწების „გაშვილება“ დაიწყეს

113
otevrena-zahrada-brno-2-e1503665003269

ჩეხური ქალაქის, ბრნოს მაცხოვრებლებს უფლება მისცეს, რომ ქალაქის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები აიღონ, რათა იქ ბაღები გააშენონ. ამის შესახებ Go To Brno წერს.

ამ გზით მერიას იმედი აქვს, რომ ადგილობრივებს საზოგადოებრივ სივრცეზე ზრუნვას ასწავლის, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ბაღი არ აქვს, მებაღეობის გამოცდის საშუალებას მისცემს.

მიწის ნაკვეთის გადაფორმებას მეურვეები საკუთარი შეხედულების მიხედვით შეძლებენ. ისინი უფასოდ მიიღებენ სხვადასხვა მცენარეების ნერგებს და თესლებსაც.

საინტერესოა, რომ ანალოგიური ინიციატივა ლუბლიანაშიც მოქმედებს და ლუბლიანელებს ვაზის მოვლა-პატრონობა შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები