დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 17 წლის ვაჟიშვილი, რომელიც ბოლო დროს ფოტოგრაფიამ გაიტაცა, საკუთარი ნამუშევრების სადებიუტო წიგნის გამოსაშვებად ემზადება. ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“გამომწერებს წიგნის გარეკანი უკვე გაუზიარა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მოწონებას დაიმსახურებს.
აღსანიშნავია, რომ ფოტოებს ბექჰემი Leica-ს კამერით, სტანდარტული 35 მილიმეტრიანი ფირით იღებს.
„ფოტოხელოვნებას სკოლაში ვსწავლობდი და მას შემდეგ ამ სფეროსადმი ინტერესი გამიჩნდა. თავისუფალ დროს ვიღებდი და ამისგან დიდ სიამოვნებას ვღებულობდი“, – განაცხადა ბრუკლინმა.
წიგნის პრეზენტაცია 2017 წლის 4 მაისს შედგება, თუმცა მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. მსურველი წიგნს ბრუკლინ ბექჰემის ავტოგრაფით მიიღებს.