LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-ის ახალი მოდელი რეკორდული რაოდენობით გაიყიდა

59

Bugatti-ის ჰიპერქარის Chiron ნახევარზე მეტი წინასწარი შეკვეთების ხარჯზე გაყიდა. რეკორდული მაჩვენებლის მისაღწევად სულ რაღაც 1 წელი იყო საჭირო. მოდელის დებიუტი 2016 წლის მარტში ჟენევის მოტორშოუზე შედგა და მას შემდეგ, მოდელის გაყიდვებში ოფიციალურ ჩაშვებამდე, კომპანიამ დაანონსებული მოდელის ნახევარზე მეტი Pre-Order-ების ხარჯზე გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური მწარმოებელი საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ სამი ახალი ეგზემპლარის გამოშვება გადაწყვიტა. მთლიანობაში, მწარმოებელი 2017 წლის მანძილზე 70 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს.

ჰიპერქარის საოცარი პოპულარობა მისმა ტექნიკურმა აღჭურვილობამ განაპირობა. კერძოდ მოდელი აღჭურვილია ძრავით, რომელიც 420 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, ხოლო პირველი 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 2.5 წამში შეუძლია.

გთავაზობთ ფოტოებს: