LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Veyron Super Sport-ის უკანასკნელ მოდელს აუქციონზე გაყიდიან

148

Bugatti Veyron Super Sport-ის უკანასკნელ მოდელს აუქციონზე გაყიდიან. უნიკალურ ავტომობილს გასაყიდად Bonhams-ის აუქციონის სახლი ბრიტანეთში ჩატარებული სიჩქარის ფესტივალის ფარგლებში გამოიტანს. ავტომობილის სავარაუდო ღირებულებად 1,7- 1,8 მილიონ ფუნტ სტერლინგს ასახელებენ. სუპერქარი შავ ფერშია შეღებილი, ხოლო სალონი კი წითელი ტყავითაა გაფორმებული. ავტომობილმა მხოლოდ ერთი მფლობელი გამოიცვალა და მისი გარბენი სულ რაღაც 885 კმ-ია. საინტერესოა, რომ მთლიანობაში სპორტული მოდიფიკაციის მქონე 30 Bugatti Veyron გამოვიდა და აუქციონზე გამოტანილი მოდელი მათგან უკანასკნელია. სპორტქარს 8 ლიტრიანი ძრავი აქვს და 1200 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 2010 წელს მან სიჩქარის რეკორდიც დაამყარა, როცა საათში 431 კმ-ს განვითარება შეძლო. ეს მაშინ როცა ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ოფიციალურად მხოლოდ 415 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები