LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტის მეტროში მინი ბიბლიოთეკა გაჩნდა

164
20240217_171220

ბუქარესტის მეტროპოლიტენში, Piaa Unirii-ის სადგურზე თვითმომსახურების მინი ბიბლიოთეკა გაიხსნა. იდეის ავტორებს სურთ, რომ მგზავრებს კითხვის მეტი მოტივაცია მისცენ: სოციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ 11,1 მილიონამდე რუმინელს გასულ წელს წიგნი არ წაუკითხავს, რაც დროის დეფიციტს უკავშირდება. სიახლის შესახებ Bulgarian news agency წერს.

წიგნების წაკითხვა ადგილზეც შეიძლება და მათი სახლში წაღებაც ნებადართულია. უბრალოდ ისინი აუცილებლად უკან უნდა დააბრუნონ ან სხვა წიგნით ჩაანაცვლონ. ამასთან, ჩანაცვლებისთვის უცხო ენაზე დაწერილი წიგნი არ გამოდგება.

მეტროსთვის წიგნები ბუქარესტის ნაციონალურმა ბიბლიოთეკამ გასცა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ბუქარესტის მეტროში ელექტრონული ბიბლიოთეკა გახსნეს. მაშინ ერთ-ერთი ცენტრალური სადგურის კედლებზე წიგნების დასახელებები და QR-კოდები იყო გამოსახული და წიგნის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები